|
2021-03-06 15:30:09, 840 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ ჩანაწერებს და აკეთებენ ფაბრიკაციას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები, რომლებიც საბჭოტა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ინახავენ და ამონტაჟებენ ჩანაწერებს, რათა საინფორმაციო-ტერორისტული აქტები განახორციელონ. „თქვენ ალბათ გაგიგიათ ყველას და მსოფლიომ იცის ყვითელი პრესა რას ნიშნავს. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით ინახავენ სხვადასხვა ჩანაწერებს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხევან, კრავენ, აკეთებენ ამით ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)