|
2021-03-04 17:11:36, 450 ნახვა
საზოგადოება
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმერეთისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება და გრანტის ოდენობა 13 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 4მარტიდან დაიწყო და26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მერიებში:
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურელექტრონულ ფოსტაზეც –info@idp.gov.ge.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)