19:00 - 31 Jul, 2026
|
2021-03-02 13:29:10, 471 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ის არჩეული მერია, რაც მისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა. „თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)