19:01 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 11:26:22, 546 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ განმარტა, რატომ არ იმყოფებოდა პრეზიდენტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებისა და პარტიის სახელით იმყოფებოდა შეხვედრაზე და ეს საკმარისი იყო.

„გუშინდელი ფორმატი განისაზღვრა პრემიერთან ერთად და პრემიერი წარმოადგენდა „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას. ამის შემდეგ ყველა დეტალთან დაკავშირებით რაც შემდგომ მოლაპარაკების პროცესში იქნება ჩვენ გავივლით ერთად პოლიტსაბჭოს ფორმატში და ამის შემდეგაც განისაზღვრება პირთა წრე, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ ამ მოლაპარაკების პროცესში“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics