|
2021-02-28 16:30:53, 672 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხვალ აქცია დაანონსეს
სამოქალაქო აქტივისტება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხვალ აქცია დაანონსეს. ამის შესახებ მოძრაობა "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა ლაშა ხუსკივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აცხადებს, აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ყველა მოთხოვნის შესრულება მოუწევს. "ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მივიღეთ გადაწყვეტილება პერმანენტულად დავიწყოთ ე.წ გასვლითი აქციები. ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც მას შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ ისაა და ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამიტომ, ხვალიდან დაიწყება პერმანენტული აქციები და ყველა ტრიბუნიდან შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დღეს ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფრის, ყველანაირი უბედურების სათავე სწორედ ისაა. მას მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოუწევს ხელახალი არჩევნების ჩატარებაც და მოუწევს ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებაც",- განაცხადა ხუსკივაძემ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან 14 კარავია გაშლილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)