|
2021-02-28 15:22:27, 1032 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ „სპუტნიკ-აფხაზიას“ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა. ბესარიონ აპლიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სამღვდელოება ელოდება, როდის გადაწყვეტს მოსკოვის საპატრიარქო ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის პრობლემის მოგვარებას და მის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს გარეთ. „მოსკოვის საპატრიარქო ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი პოზიციების დაცვაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში. ავტოკეფალიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ჯერ ავტონომიაა აღსადგენი. ჩვენთან მიმდინარეობს აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია. რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა“, - აღნიშნავს აპლია. მისი თქმით, ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთი არ დაუკავშირონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. „ჩვენ ამას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ქართველები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი და ეს არის ყველაზე მთავარი. მაშინ ჩვენი საკითხი მარტივად გადაწყდება, რადგან მოსკოვიც ვერ იგებს გვსურს თუ არა კონსტანტინოპოლი, თუ მათთან ერთად გვინდა მართლმადიდებლობის აღდგენა“ - ამბობს აპლია. მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღსადგენად მოსკოვის საპატრიარქო გაუწევს ორგანიზებას მსახურებების ჩატარებას აფხაზურ ენაზე, რისთვისაც რუსეთში სპეციალური ლიტერატურა გამოიცემა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)