2021-02-27 11:46:19, 1202 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო-ს დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.
მისი თქმით, მსოფლიომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი არის მყიფე.
„ჩვენ გვჭირდება, რომ დავაჩქაროთ COVID-19-ის ვაქცინების მომარაგება და მიწოდება. ამის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ ზოგიერთი ქვეყანა იმ მწარმოებლებს მიმართავს, რომელთა იმედი COVAX-ს აქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინის წარმოება ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით უნდა გაიზარდოს.
„ახლა დროა, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ წარმოება, ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით. თუ ახლა არა, მაშინ როდის?“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,