|
2021-02-25 16:13:12, 481 ნახვა
საზოგადოება
ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ვირტუალური გამოფენა მოაწყო
ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო. 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ამ ეპოქის ამსახველი უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფოტოა დაცული. სწორედ ამ დოკუმენტებისა და ფოტოების ნაწილი გამოიფინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. დამთვალიერებელი ვირტუალურ გამოფენაზე იხილავს: დამფუძნებელი კრების ფოტომასალას; დამოუკიდებლობის აქტს; კონსტიტუციას; მოსახლეობის საპროტესტო წერილს წითელი არმიის წინააღმდეგ; ქართველ და რუს ბოლშევიკთა ჩანაწერებს; გურული გლეხის - პავლე კალანდაძის წერილს; რევკომის მიერ არმიისა და სახალხო გვარდიის დათხოვნის დეკრეტს; ანტირელიგიური კამპანიის ამსახველ ფოტოებს; ნოე ჟორდანიას მოწოდებას ქართველი ერისადმი; ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საგანძურის სიას; დოკუმენტურ მასალას 1924 წლის აჯანყების შესახებ; ხევსურების მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტისადმი და სხვა საინტერესო მასალას. დაინტერესებულ პირებს ვირტუალური გამოფენის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://www.nplg.gov.ge/exhibitions/okupacia100/ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, 1 მარტიდან გამოფენის დათვალიერება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზშიც იქნება შესაძლებელი. გამოფენა 10 მარტამდე გასტანს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)