14:05 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 11:34:39, 665 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი - დასავლეთის ქვეყნები საქართველოს ჩამოწერენ

„თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი იქნება, დასავლეთის ქვეყნებს საბაბი ექნებათ იმისთვის, რომ საქართველო და მისი მისწრაფებები ჩამოწერონ, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, შედეგები ძალიან მძიმე იქნება.

„ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს. შედეგებს რაც შეეხება, ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევრო-ატლანტიკური მისწაფებები ჩამოწერონ. თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი, ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება, ეს ყველაფერი მათ საბაბს მისცემს იმისთვის, რომ საქართველო, ასე ვთქვათ, ჩამოწერონ“, - აცხადებს იან კელი „ამერიკის ხმასთან“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics