19:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 11:34:21, 1048 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

2021 წლის 17 თებერვალს, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ლევან გორგილაძემ.

,,მოხარული ვარ, რომ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, წელს ქედის მუნიციპალიტეტის პროექტი იქნა შერჩეული. მადლობა საელჩოს და პროექტში მონაწილე ყველა აქტორს მნიშვნელოვანი ახალი სერვისის დანერგვისთვის ქედაში. პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილ იქნება საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე" - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

შეხვდრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, პროექტის მენეჯერი მუხრან სალაძე, იაპონიის საელჩოსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი შექმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად. გრანტის მოცულობა: 77, 235 აშშ დოლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics