|
2021-02-19 09:15:11, 736 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. „ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და განვითარებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)