12:20 - 31 Jul, 2026
|
2021-02-18 13:58:51, 464 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური გუნდი ერთიანია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ
მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დაუშვებს. „ერთი რამ, რაც მკაფიოდ მინდა ვთქვა არის ის, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს. რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, ქვეყანაში არანაირ დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის სწორედ საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)