|
2021-02-18 12:16:35, 554 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - გიორგი გახარიამ გადადგომით გააჩინა შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას
„გიორგი გახარიამ გადადგომით გააჩინა შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს,პატივს სცემს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. „ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ შერჩევით სამართალს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. მთავარი დღეს გახლავთ არა ნიშნის მოგება და მიღწევებზე საუბარი, არამედ როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. თქვენმა ძალაუფლებამ და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე რმ ქვეყანა მივიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ დარჩენილ წევრებს, ახლა მაინც დაანებონ თავი იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც კრიზისში შეიყვანა და ჩამოშალა „ქართული ოცნება“. პატივს ვცემ გადაწყვეტილებას, რომელიც გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადადგა. რადგან ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩნია შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)