|
2021-02-18 11:49:42, 527 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პარტნიორებისთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა
„პარტნიორებისთვის სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიდის ლიტვის ელჩი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატოს იმ პოლიტიკური კრიზისის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. „ლიტვის ელჩი მოდის იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატოს იმ პოლიტიკური კრიზისის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მე ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა. ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები. სწორედ ამას ნიშნავს ლიტვის ელჩის მოსვლა. ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა გიორგი რურუას გათავისუფლება და ამის შემდეგ არის საშუალება, რომ განახლდეს მოლაპარაკება და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)