11:32 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 12:36:40, 453 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას!

ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას სასამართლოზე მისვლის არ უნდა შეეშინდეს და მის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს.

„კანონთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ნიკა მელიას მოვუწოდებ დაემორჩილოს კანონს, ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა - ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და გადაწყვეტილება რაც იქნება იმას დაემორჩილოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებენ..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics