|
2021-02-17 11:53:38, 459 ნახვა
საზოგადოება
ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი გააჩენს ალტერნატიულ გზას, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს და საავტომობილო ნაკადებს სხვა მიმართულებით გადაიტანს. „გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ამ პროექტის განხორციელება 2020 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და პრიორიტეტების განსაზღვრიდან გამომდინარე, მოგვიწია მოგვიანებით დაწყება. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა დაიტვირთა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გვქონდეს ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე ნაკადების გადატანა და ასევე, ადამიანებს ალტერნატიული გზა გაუჩნდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობას დაახლოებით, 1,5 - 2 წელი დასჭირდება. „ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ და უნივერსიტეტის XI კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. უახლოეს მომავალში გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)