|
2021-02-17 10:49:45, 498 ნახვა
საზოგადოება
2021 წელს პირველი იუსტიციის სახლი გარდაბანში გაიხსნება
2021 წელს პირველი იუსტიციის სახლი გარდაბანში გაიხსნება – მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გარდაბანში მიმდინარე მშენებლობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ დაათვალიერა. ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის გამოწვევის საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას. იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებლის მიღებას ის უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულიდან შეძლებს. საქართველოს მასშტაბით სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და სამუშაო ადგილების შექმნა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. 10 რაიონში მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი უკვე შერჩეულია და პროექტიც მზადაა. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს. იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა გარდაბნის მცხოვრებთ უკე გაზაფხულზე შეეძლებათ. გარდაბნის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ. გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში – რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში – უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები. გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 1 000-მდე კვადრატული მეტრია. მისი მშენებლობა 2019 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. ფილიალში 17 პირი დასაქმდება. იუსტიციის სახლები შენდება, ასევე, წყალტუბოში, ხაშურსა და სამტრედიაში. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 25 იუსტიციის სახლი უწყებისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით 35 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)