2021-02-09 20:17:48, 498 ნახვა
კომენტარი
გენადი არველაძე - ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას
„ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ვითვალისწინებთ მათ გამოწვევებს, შექმნილ რეალობას და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი ტრადიცია 2021 წელსაც გაგრძელდება.
„ჩვენ იმპლემენტაციის ვადების განსაზღვრას ბიზნესთან კონსულტაციით მოვახდენთ, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც დროშია გაწერილი. ვფიქრობ, აღნიშნულ ვადებში აუცილებლად ჩავეტევით, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესთან კონსულტაციას აუცილებლად გავმართავთ“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),