14:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 15:12:26, 508 ნახვა

საზოგადოება
დაცვის პოლიცია ავტოპარკის განახლებას აგრძელებს

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკის განახლებას აგრძელებს.  მომსახურების ხარისხისა და საიმედოობის ამაღლების მიზნით, დაცვის პოლიციის არსებულ ავტოპარკს  31 ახალი სპეციალიზირებული ავტომობილი დაემატა.

ინკასაციის სამმართველოს გადაეცა 10 ერთეული მაღალი გამავლობის „Mitsubishi L-200” მოდელის პიკაპის ტიპის, მაღალი დონის შეჯავშვნის  ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის; 8 ერთეული „ფორდის“ მოდელის  დაჯავშნული მიკროავტობუსი როგორც საქალაქთაშორის, ასევე ქალაქში  ინკასირებისათვის,  და 2 ერთეული მაღალი ტვირთამწეობის  „ივეკოს“ ფირმის სპეციალური ავტომობილი მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის.

 დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურს დაემატა 6 ერთეული “რენო დოკერის“ მოდელის  სპეციალიზირებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი  მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.

მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა 5 ერთეული „შკოდა სკალას“ მოდელის ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics