07:49 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 15:30:36, 569 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - თუ ვიტყვი, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შემოდის გვამია, ნიკა გვარამია აწკავწკავდება

„თუ ვიტყვი, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შემოდის გვამია, ნიკა გვარამია აწკავწკავდება“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ შედეგიანია, რადგან მას შემდეგ ბატონი ნიკა გვარამია წკავწკავებს. თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შემოვიდა გვამია და მე თუ ვიტყვი, რომ გვამები ესენი კი არა, არამედ ისინი არიან, ვინც არ შემოდის პარლამენტში, აწკავწკავდება ნიკა გვარამია და ამას მიუძღვნის სიუჟეტს. თუ სალომე ზურაბიშვილზე ნიკა გვარამია იტყვის უხამს სიტყვებს ეს შეიძლება მაგრამ თუ მე ამისთვის გავკიცხავ ნიკა გვარამია კვლავ აწკავწკავდება და იტყვის რომ ეს დაუშვებელია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics