17:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 14:29:03, 422 ნახვა

საზოგადოება
დაუმორჩილებლობის მარში პარლამენტთან - მოძრაობა „სირცხვილია“ 6 თებერვალს აქციას აანონსებს

მოძრაობა „სირცხვილია“ შაბათს, 6 თებერვალს, პარლამენტის შენობასთან დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებს.

როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, ისინი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ და რესტორნებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

„როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!

შაბათს, 6 იანვარს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

საღამოს, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის. 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან“, - წერს მოძრაობა „სირცხვილია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics