|
2021-01-24 10:24:36, 635 ნახვა
საზოგადოება
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ. აქციას სახელად - „სოცაფეთქება“-ს უკვე შეუერთდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“. აქციაზე მისვლას აპირებენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. აქციის ორგანიზატორები გააპროტესტებენ იმ აკრძალვებს, რომელიც განსაკუთრებულად ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას. „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია აერთიანებს, ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს. აქციაზე კონსოლიდირებულად გაჟღერდება შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით: ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ. თუ ამ ჩამონათვალში ვერ ნახავ, იმ სფეროს რომლის უსამართლოდ ჩაკეტვა თვეებია გრძელდება, ეს არ ნიშნავს რომ შენი ხმა არ გაჟღერდება აქციაზე ვისაც უსამართლოდ მიგაჩნიათ ამგვარი შეზღუდვები, რომლებიც რეალურად კოვიდ-პანდემიის პრევენციას მინიმალურად ახდენს (მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე) შემოგივერთდი და დააფიქსირე შენი ხმა!“, - წერია განცხადებაში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)