22:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 17:37:49, 1029 ნახვა

რეგიონი
რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან, მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, - ამის შსახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics