|
2021-01-22 17:01:07, 549 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ორგანიზაცია "მწვანეების" ორგანიზებით გაიმართება. "უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს. საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს კერძო ავტომობილი, რაც ეს ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00 ზე გამოკეტილი ადამიანები, რომელბიც ეკონომიკურადაც უფრო ღარიბდებიან ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა! მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)