|
2021-01-21 17:54:18, 642 ნახვა
საზოგადოება
გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ახალმა ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურს, კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობა თავგანწირული და ფასდაუდებელი შრომისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ დღემდე დაუღალავად ემსახურებით აჭარის და გურიის რეგიონის მოსახლეობას. ჩემი სურვილია, თქვენთან მუდმივი და ყოველდღიური კომუნიკაცია, რათა ერთად მივიღოთ რის შედეგადაც შევძლებთ ერთად მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები, რათა კიდევ უფრო ეფექტური და ხარისხიანი იყოს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა“, - განაცხადა ალექსანდრე კალანდიამ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია უახლოეს მომავალში აჭარის მუნიციპალიტეტში არსებულ რაიონულ სამსახურებს ეწვევა და ადგილზე პირადად გაეცნობა არსებულ მდგომარეობას. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)