23:22 - 27 Jul, 2026
|
2021-01-21 12:05:05, 617 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას შეზღუდვების შემსუბუქებაზე ამ კვირაში მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ კვირაში მიიღებენ. „ჩვენ საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ, ეკონომიკურ გუნდთან ერთად და ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთანავე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კოვიდინფექციის მნიშვნელოვანი კლება. „ბოლო დღე-ღამეში გვყავს 1137 ინფიცირებული, ვაკვირდებით მნიშვნელოვან სტაბილიზაციას, ჩატარებულია 17 000 ტესტი, რაც გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)