|
2021-01-20 16:08:39, 765 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას. „შრომითი დავების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი შრომითი დავების მედიაციაა. შრომითი დავების მოგვარება დიალოგის რეჟიმში, სასამართლოს ჩარევის გარეშე სწრაფად და ხარისხიანად ხდება. ეს მექანიზმი სამინისტროს მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილია. წლიდან წლამდე შრომითი დავების მედიაციის მექანიზმს კიდევ უფრო ვავითარებთ. სამინისტროში დამოუკიდებელ მედიატორთა რეესტრი გვაქვს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ“- ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მემორანდუმი ასევე, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. „დოკუმენტი მიზანი, ერთობლივი ძალებით მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარება და გაძლიერებაა. მედიაცია არის ნოვაცია, რომელიც არსებული კონფლიქტის მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ჩართულობით კონფლიქტი ამოწურონ. ამ დარგის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა. დოკუმენტს ხელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)