|
2021-01-20 14:31:14, 465 ნახვა
საზოგადოება
პანდემიის პირობებში საქართველოს ფოსტის მხარდაჭერა საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტამ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენის ვახტანგ მე-6 სახელობის ქართული საკვირაო სკოლისთვის წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო სრულიად უსასყიდლოდ. ასევე, პანდემიის პირობებში, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტა შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით. საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხის მგებლობის მქონე კომპანიამ, უზრუნველყო საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირება ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს საქართველოს ფოსტის მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას. საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)