10:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 20:30:28, 888 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე, მარტო დარჩენილს, „ენმ“-ს იმედი მექნება

„ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე, მარტო დარჩენილს, „ენმ“-ს იმედი მექნება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ დიდი პარტიაა, რომელსაც შეუძლია მმართველ ძალას წინააღმდეგობა გაუწიოს.

„მე, ზოგადად, თუ ვინმეს იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე, მარტო დარჩენილს, რომელიმე პოლიტიკური ძალის, რომ ჩემს ინტერესებს დაიცავს და რაღაც თვალსაზრისით ერთად ვიქნებით, მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“.

იმიტომ, რომ ის დიდი პარტიაა. შესწევს ასეთი ტიპის უნარები, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მმართველ ძალას. შესაბამისად, ჩვენ, პატივისცემის მეტი არაფერი არ გამოგვიხატავს, არასოდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ”,  — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics