|
2021-01-19 16:04:12, 864 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მეუფე გერასიმეს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პროპაგანდისტულ საიტზე გუშინ, 18 იანვარს განთავსდა ანალიტიკური სტატია, რომელშიც საუბარია ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ საშობაო წირვაზე. როგორც ანალიტიკურ სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის სასულიერო პირები გაოცებულნი არიან საქართველოს საპატრიარქოს პოზიციით, ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული საშობაო წირვის გამო. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მეუფე გერასიმემ რუსეთის საპატრიარქოს გაუგზავნა წერილი, იმის გამო, რომ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მდებარე სამების ტაძარში, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა, 7 იანვარს ჩაატარა სადღესასწაულო წირვა, რაც არც ერთ ეპარქიასთან, მათ შორის, არც საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ რუსეთის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტისადმი გაგზავნილ წერილში მოითხოვა, რომ გამოიძიონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ კონკრეტული ზომები, მღვდელმთავარი სერგეი კოკოევის მიმართ. რუსეთის მართლმდადიდებლური ეკლესიის ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველი მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს აღნიშნული განცხადებით უწევს კონფლიქტს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, მართლმადიდებელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ალექსანდრე ვოზნესენსკი მეუფე გერასიმეს წერილს პროვოკაციულს უწოდებს. ანალიტიკოსი წერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შეეხო, ოსები უარყოფითად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ეკლესიები საქართველოს ეკლესიის ტერიტორიადაა აღიარებული, სინამდვილეში, მათთვის არ არის მისასალმებელი, ქართველ სამღვდელოებას მიეცეთ ოკუპირებულ რესპუბლიკაში შესვლის უფლება. ამასთანავე, ანალიტიკოსი წერს, რომ რუსეთის ეკლესიამ საჯაროდ უნდა უპასუხოს მეუფე გერასიმეს და ქართულ ეკლესიას უნდა გაუფანტოს აზრი, რომ რუსეთი ცდილობს წაართვას საქართველოს ეკლესიას ტერიტორია. „ომიდან 13 წლის შემდეგ, ქართული ეკლესიის პატივისცემის გამო, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უარს ამბობს ეპარქიის შექმნაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად ადგილობრივების თხოვნისა“, - წერია ანალიტიკურ სტატიაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)