|
2021-01-18 13:09:48, 636 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. მისი თქმით, უწყების იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რომელიც კვირის ბოლომდე მთავრობაში დასამტკიცებლად გაიგზავნება. „პარასკევს დასრულდა ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა. 82 სპეციალისტია ჩართული ვაქცინის მომზადების პროცესში. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც გამოიგზავნება მთავრობაში დასამტკიცებლად და ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, რომლებსაც არ აქვთ მაღალი რისკი, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი რასაც ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციის დასაცავად, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება გარანტია იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყის შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის გახსნა სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)