|
2021-01-17 19:19:27, 713 ნახვა
საზოგადოება
საიას თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს
საიას თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. „2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად. ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში. ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)