|
2021-01-13 15:41:38, 636 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის საახალწლო სატელევიზიო კონცერტების სერია სრულდება
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი საახალწლო პროექტები დასასრულს უახლოვდება. 13 იანვარს, კომპანია “Bukajazz Entertainment”-ის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტელეკომპანია “იმედის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება. საახალწლო კონცერტში, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცემა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა თაობის ქართველი საესტრადო შემსრულებლები. აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა კომპოზიციების ახალი ვერსიები, ნიკოლოზ რაჭველის, ბუკა კარტოზიას და რუსუდან მორჩილაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიება პირდაპირ ეთერში 22:30 საათზე დაიწყება. 14 იანვარს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ქართული ესტრადის მონაწილებით საუკეთესო ჰიტებისგან შემდგარი საახალწლო კონცერტი გადაიცემა. 13 და 14 იანვარს, ტელეკომპანია PostTV-ს ეთერში 2 სატელევიზიო კონცერტი გაიმართება. პირველი საღამო ფოლკლორულ ანსამბლებს და სიმღერის გუნდებს დაეთმობა, ხოლო ძველით ახალ წელს, მაყურებელი მონატრებულ საესტრადო შემსრულებლებს შეხვდება. არტისტების მხარდასაჭერად, თბილისის მერიის ინიციატივითა, ჯამში 6 სატელევიზიო კონცერტი და 2 ონლაინ პროექტი განხორციელდა, რომელშიც 500-მდე შემსრულებელი იყო ჩართული. სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების საღამოები კოვიდ პანდემიის პირობებში რეგულაციების სრული დაცვით დაიგეგმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)