|
2021-01-09 19:34:07, 676 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა დღეს ხანძარის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს
მეხანძრე-მაშველებმა დღეს ხანძარის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უწვეყი სამუშაოების შედეგად დღის განმავლობაში 5 კერა ჩაქვრა. ხანძრები ლიკვიდირებულია იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში, შიდა ქართლში, რკონის ხეობაში, სამრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდას და წალენჯიხაში, სოფელ სქურში. ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში სადახ ხანძარი ლოკალიზებულია. დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა, გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)