11:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-05 13:31:57, 7575 ნახვა

High - Tech
ფრანგული პეჟო და ფიატ-კრაისლერი გაერთიანდნენ

ფრანგული ავტომობილის მწარმოებელი კომპანია "პეჟო-PSA" და კონცერნი Fiat Chrysler Automobiles ერთ კონცერნად ჩამოყალიბდნენ. კომპანიის გაერთიანებას მხარი, მთავარმა აქციონერებმა დაუჭირეს.

გაერთიანების სახელწოდებაა Stellantis რომელიც ბაზირებული იქნება ნიდერლანდებში. კომპანიის ქვეშ შევა 14 ბრენდი და მეოთხე გაერთიანება იქნება ავტოინდუსტრიის სფეროში.
აღსანიშნავია რომ 2019 წელს კომპანიის 8 მილიონი ავტომობილი გამოვიდა რომელიც წარმატებით გაიყიდა. კომპანიის გათვლით, გაყიდვების 48% შეადგენს ევროპულ ბაზარს, ხოლო დანარჩენი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს. 
5 წლის განმავლობაში როტაციის საფუძველზე Stellantis დირექტორი იქნება "პეჟოს" ხელმძღვანელი კარლოს ტავარესი. 
ცოტა ადრე ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო ორი გიგანტის გაერთიანებას. 
აღსანიშნავია, რომ Fiat Chrysler Automobiles უკვე ფლობდა ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Bentley  Rolls-Royce
 Alfa Romeo, Chrysler, Dodge,  Jeep, Lancia, Ram Trucks, Abarth, Mopar. 
გაერთიანებული კომპანიის მიზანია, ახალ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყოს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი შეთავაზოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics