15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 21:13:42, 811 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ჯანსაღ მხარეს დგანან

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ჯანსაღ მხარეს დგანან.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„საარჩევნო რეფორმა არის ის მაკონსოლიდირებელი საკითხი, რომელიც იქნება ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არის თუ არა პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებული და აქვს თუ არა მას დემოკრატიულობის პრინციპები.

 ალეკო ელისაშვილი გახლავთ ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციის შიგნიდან, რამდენად არადემოკრატიულია ეს ე.წ. გაერთიანება თავის თავში.

როგორც კი ალეკო ელისაშვილმა, „გირჩის“ წევრებმა თუ სხვა ოპოზიციონერებმა ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება თუ მოსაზრება დააფიქსირა, თქვენ ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო მათზე.

როგორი ზეწოლა და ორკესტრირებული შეტევა იყო ოპოზიციის კონტროლირებული ტელევიზიებიდან და ლიდერებისგან, რომლებსაც, რეალურად, მიჰყავთ, ეს პოლიტიკური შანტაჟის სქემა.

ამიტომ, მე მგონია, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პირი, ლიდერი, აუცილებლად გამოიტანს აქედან დასკვნებს.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს და თაკო ჩარკვიანს - აქაც გეტყვთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე და მათაც აინტერესებთ პროცესები სტაბილური მმართველობის, საპარლამენტო პოლიტიკის და კიდევ უფრო გაუმჯობესებული არჩევნებით გაგრძელდეს“, - განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics