00:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 13:25:02, 685 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, ფასადები მოეწყო და ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვალა. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი  ეტაპის განხორციელების დროს,  მოსახლეობამ მიმდებარე ჩიხების კეთილმოწყობაც  მოითხოვა, თვითმმართველობამ კი  მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩიხებში ქვაფენილის დაგების გადაწყვეტილება მიიღო.

„მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე ქვაფენილის დაგების სამუშაოების მე-3 ეტაპი წარმატებით დასრულდა. ქუჩებზე ფასადების რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასევე მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. ამ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზირებული გზით უწევდა სარგებლობა და მოხარული ვარ, რომ მათ ამ პრობლემას აქტიურად ვუგვარებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics