|
2020-12-30 12:19:33, 588 ნახვა
საზოგადოება
2021 წელს თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას განახორციელებს
მომავალ წელს ბუკიას ბაღის სრული განახლება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „2021 წლის ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ამჟამად ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია, სამწუხაროდ, მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით. დღეს, თუ არ ვცდები, ეს კონკრეტული ტერიტორია შემოღობილია. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, განიმუხტოს, გაერთოს. ჩვენს ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ამ ბაღის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, დაეხმარონ საბურთალოს გამგეობას, რათა აღნიშნული კერძო საკუთრება დროულად გამოისყიდონ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)