|
2020-12-30 11:12:07, 656 ნახვა
საზოგადოება
2020 წელს ნაძალადევის რაიონში გზის საფარი 60 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი ჯამში, 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წელს 3,5 მილიონი ლარი დახარჯა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლოტკინის დასახლებაში, გეგუთის ქუჩაზე განხორციელდა, სადაც გზის რეაბილიტაცია სრულდება. გეგუთის ქუჩასა და ზეკარის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე 340 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, ქუჩის დიდ ნაწილზე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 110 მისამართზე მოახერხა საგზაო სამუშაოების შესრულება. ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა კიდევ ბევრ ქუჩაზეა საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი, რაც უკვე 2021 წლის გეგმებში შედის. კონკრეტულად, გეგუთის ქუჩაზე ათეულობით წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. აქ არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა და ამორტიზებული იყო გზის საფარი, რის გამოც ფეხითმოსიარულეებს და ავტომანქანის მძღოლებს გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. დღეიდან მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 440 000 ლარი გამოყო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)