15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 23:51:02, 941 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია აცხადებს, რომ „ენმ“ პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე იმყოფება

ნიკა მელია აცხადებს, რომ  „ენმ“ პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე იმყოფება.

ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ყველანი ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას და მმართველს, ივანიშვილის სახით, ის ბრალდებოდა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს, რაც იყო ნამდვილად, იმიტომ, რომ შესაძლებელია, ადგილზე ვიყავით პასიურები.

ნაკლოვანებები იყო მმართველობაში, ბუნებრივია, მეტი აქტიურობა უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დონეზე, არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკა და შთაბეჭდილებები იქმნებოდა.

ნაციონალური მოძრაობა ახლა შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე, შეიძლება ასე ითქვას, და მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა იქიდან დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით, რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი პოლიტიკური მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე“, - განაცხდა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics