|
2020-12-29 12:09:52, 590 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გაზის ტარიფების ზრდა მოხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გაზის ტარიფების ზრდა მოხდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გაზის ტარიფების გადახედვა ერთი წლის წინაც მოხდა და მთავრობამ ფასნამატი კვლავ დაასუბსიდირა. „გაზის მოხმარების ტარიფები მოსახლეობისთვის არ იზრდება. აქაც არის საყოფაცხოვრებო და კომერციული სახის მოხმარება. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფების გადახედვა წელს არ იგეგმება. ერთი წლის წინ მოხდა გაზის ტარიფების გარკვეული გადახედვა, რადგან დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციაში და ეს აისახა ტარიფში, მაგრამ მოსახლეობას ეს საერთოდ არ უგრძვნია. მაშინაც, ისევე როგორც ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებდით ამ ნაზარდს. დღეს ჩვენი გაზის სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით ვაკეთებთ სუბსიდირებას და რომ არა ეს სუბსიდირება, გაცილებით მაღალი იქნებოდა გაზის საფასური მოსახლეობისთვის. რაც შეეხება კომერციული გაზის მოხმარებას, აქ, რა თქმა უნდა, რეგულირება არ ხდება. ეს არის თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელსაც ადგენენ კომპანიები. ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს „თბილისი ენერჯისთან“ და გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს კომერციული გაზის ფასების ზრდა პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის და ზოგადად, მცირე ბიზნესისთვის. იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება გაზის ფასების ზრდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)