|
2020-12-29 12:04:56, 748 ნახვა
საზოგადოება
წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად რეაბილიტირდა
სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასფალტის საფარი დაიგო ნაკადულის პირველ და მეორე გასასვლელებში, ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩები. სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო 10 000 კვ. მ ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარებიც. ასევე, ორი დამჭერი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე დამონტაჟდა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, გასულ წელს სამგორის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. წმინდა ბარბარეს უბანში ყველა ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო. საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ენდი როუდი“ განახორციელა. პროექტის შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 882 000 ლარი გამოიყო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)