22:27 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 15:26:31, 827 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ISFED-თან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ზეწოლას ვხედავთ

ISFED-თან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ზეწოლას ვხედავთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამჯერად ხელისუფლების მიერ ორგანიზაციის მიმართ მუქარა ხორციელდება.

„ჩვენ ISFED-თან მიმართებაში ვხედავთ მიზანმიმართულ ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და ახლა რასაც ვისმენთ, ესაა მათი მხრიდან მუქარა. ჯერ ჩვენ ვნახეთ, რომ ISFED-ის მიმართ, რომელიც ძალიან ხმამაღლა საუბრობს კონკრეტულ დარღვევებზე და მისი შეფასება არჩევნების შესახებ არის ნეგატიური, იყო მოსმენა ხელისუფლების მხრიდან, რადგან სანამ ორგანიზაცია რამეს იტყოდა, ამაზე ხელისუფლებას ინფორმაცია უკვე ჰქონდა“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics