19:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 12:11:50, 542 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდეექიმი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვისმინისტრობის კანდიდატმა ეკატერინეტიკარაძემ,  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ერთობლივი კომიტეტის  წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალზე. მისი განცხადებით,  დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით ,65-მდე კლინიკაში   მოსახლეობას მომსახურეობას 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი უწევს.

„დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას  მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი.  2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა.

ასევე,   პაციენტებს ბინაზე მკურნალობის მომსახურებას აწვდიან  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მათზე მიმაგრებული ოჯახის ექიმები.  დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics