07:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 00:06:18, 1192 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა, კვირიდან მასიური აცრები იწყება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა.

ამასთან BBC-ის ინორმაციით, ევროპული მედიცინის სააგენტომ (EMA) პრეპარატის მოხმარების უფლება ევროკავშირის, 27 ქვეყანას მისცა. 
 EMA-ს გადაწყვეტილების შემდეგ, ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა, ევროკიმისიამ. 
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროპის კონტინენტზე მასიური აცრები კვირა დღეს დაიწყება. მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 80 წელს გადაცილებულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.
11 დეკემბერს აშშ-ს საკვების და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის და BionTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა. 

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

Pfizer-მა და BionTech-მა ვაქცინაზე მუშაობა 11 თვის წინ დაიწყეს და სიჩქარის ყველა რეკორდი მოხსნეს. ვაქცინების განვითარებას, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება. Pfizer-ის ვაქცინა უკვე მიიღეს ბრიტანეთის და ბაჰრეინის მოქალაქეებმა, სადაც მისი ავტორიზაცია 2 დეკემბერს მოხდა. კანადამ ის ოთხშაბათს დაამტკიცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics