|
2020-12-19 15:52:05, 686 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით
„უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით“, - ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, სხვადასხვა განსაცდელის მიზეზი ხშირად არის ადამიანთა არასწორი ცხოვრება და მათი ცოდვები. „უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით. მთელს ჩვენ ერსა და მსოფლიოს წმინდა ნიკოლოზი შეგვეწიოს და დავძლიოთ არამარტო ეს სენი, არამედ გამომწვევი მიზეზები. ჩვენ ხო უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, ხშირად ეს არის ჩვენი არასწორად ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, ჩვენი დაშორება ღმერთთან და განსაცდელის მეშვეობით უფალი გვასწავლის, როგორც თავის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)