|
2020-12-19 10:19:00, 676 ნახვა
კომენტარი
ნინო ლომჯარია - დარგის ექსპერტები მსჯელობენ, რომ არ დაგვიანდეს და შემოტანილი იყოს ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს
დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს,-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნინო ლომჯარიას თქმით, საყოველთაოდ არის შეთანხმება, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. „რამდენიმე ვაქცინა რეგისტრაციის ბოლო ეტაპს გადის, ის ვაქცინები, რაც იწარმოება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ, ასევე არის სხვა ტიპის ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც ნაკლებია ნდობა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით მოქალაქეების. დღევანდელი შეხვედრის თემა იყო, როგორც უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ქვეყანა. არის ვაქცინები, რომელთა მიღება უფრო შორეული პერსპექტივაა, იმის გამო, რომე რაოდენობრივად არ არის ხელმისაწვდომი, ან ლოჯისტიკურად მათი საქართველოში ჩამოტანა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პანდემიური ვითარება. ამიტომ, დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, ბუნებრივია, პანდემიის დროს, არაორდინალური ვითარება არის და ადამიანის უფლებების სტანდარტებიც იცვლება და ის განსხვავდება ნორმალურ ვითარებაში ქვეყანაში არსებული ვითარებისგან, თუმცა უკვე საყოველთაოდ არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად, მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე იმ უპირატესობებისა, თუ რისკების შესახებ, რაც ცალკეული ტიპის ვაქცინას შეიძლება ახლდეს. ასევე, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და ასევე საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინა, არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის სოციალური მდგომარეობა, თუ სხვა ფაქტორი არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომობაზე უარის თქმით საფუძველი. ამიტომ, სახალხო დამცველის მონაწილეობის მიზანი ამ კომისიაში არის ის, რომ პირველ რიგში, თვალი ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა ამ დარგის პროფესიონალების და ექსპერტების მიერ და შემდეგ ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები იყოს გათვალისწინებული ამ განხილვების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)