|
2020-12-16 13:04:51, 619 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის ისევ სრული დატვირთვით მუშაობა, რთული გადასატანი იქნება
ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის ისევ სრული დატვირთვით მუშაობა, რთული გადასატანი იქნება. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან დღევანდელი მაჩვენებელი არსებული შეზღუდვების შედეგია. „მესმის, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებული ცვლილებები ყველასთვის საინტერესოა მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში. აქ ისევ და ისევ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგი. ჰოსპიტარლური სექტორი ბოლო 2 თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დატვირთვის ამ მაჩვენებელს დავუბრუნდეთ იანვრის დასაწყისში ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ჩვენი რეკომენდაცია ისევ არის ის, რომ დავაკვირდეთ მომდევნო კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციის რეჟიმში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)