00:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 22:10:26, 477 ნახვა

კომენტარი
მერაბ სეფაშვილი - დამოკიდებულებები არ არის სწორი, ადამიანს, როგორც პირუტყვს არ უნდა მოექცე

„დამოკიდებულებები არ არის სწორი, ადამიანს, როგორც პირუტყვს არ უნდა მოექცე“, - ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, პანდემიის პერიოდში გაგებით ეკიდება ნებისმიერ სიტუაციას, თუმცა გამოსავალი მაინც არ ჩანს.

„30 წელია ვაშენებთ და არ ვიცით რას ვაშენებთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ სად გვინდა წავიდეთ, მარტო საუბრით არ კეთდება საქმე.

ჩვენი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსების საუბრით არაფერი არ გამოვა, არც გამოდიოდა და არც გამოვა.

ყველას გვიმოგზაურია და ასეთი მდგომარეობა მე პირადად არსად მინახავს. მე მესმის ბევრი რამ, პანდემია არის, გაჩერდა სამსახურები და ყველაფერი, მესმის ეს, ამას შეგნებით ვუყურებთ, მაგრამ გამოსავალი რა არის? გეგმას მე ვერ ვდებ, თქვენ ვერ დებთ და ეს გეგმა არ ჩანს.

მოვითმინოთ და ვიყოთ ასე? სადამდე? რამდენად კანონიერია ის სახლი მე არ ვიცი, მაგრამ როგორც პირუტყვს ისე არ უნდა მოექცე ადამიანს.

ესეთი რაღაცები სულ იყო, მაგრამ დამოკიდებულება არ არის სწორი“, - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics