|
2020-12-14 14:24:19, 635 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში დასახელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა. „ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მან უნდა ისაუბროს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, შედგება კონსულტაციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შემდეგაც უახლოეს დღეებში დასახელდება მთავრობის შემადგენლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, დღეს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)